четверг, 3 июня 2010 г.

iEARN -საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი

iEARAN (international educational and resourse network) მოქმედებს 1988 წლიდან.მასში გაერთიანებულია 130-ზე მეტი ქვეყნის 30.000-მდე სკოლა.ის ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებისა და გადამუშავების უნარ-ჩვევებს.iearn-ის ქსელში შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა პროექტები,სემინარები,კონფერენციები,სადისკუსიო ფურუმები და ღონისძიებები.www.gearn.blogspot.com არის iearn-ის ქართული ანალოგი.

ისტ-ის როლი სასწავლო პროცესში

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს შეხება.ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია მობიური ტელეფონის,ელექტრონული ფოსტის და ინტერნეტის გამოყენების გარეშე.
სწორედ ისტ-ის სასწავლო კურსი გვეხმარება გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები უპრობლემოდ და სამყაროში მიმდინარე პროგრესში ინტეგრირებულები ვიყოთ.

вторник, 1 июня 2010 г.

პროექტი ღარიბაღელე

გავეცანი პროექტ "ღარიბაღელეს" და ვფიქრობ, რომ ამ პროექტის წარმოებას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მასში დაწვრილებითაა განხილული სასმელი წყლის შემადგენლობა და მისი ვარგისიანობა. ჩემი აზრით, ამ პროექტში მონაწილეობით ბავშვები გაიმდიდრებენ ცოდნას.

კოლოქვიუმი N1

პროექტი „ნარცისი და ტიტა“ შეიძლება გამოყენებული იყოს დაწყებით სკოლაში არსებული რამდენიმე საგნის სწავლებისას. მაგალითად, ბუნების შესწავლისას ბავშვებს საშუალება მიეცემათ ნარცისისა და ტიტას შესახებ დააგროვონ ინფორმაცია, ახლოს გაეცნონ ამ ყვავილებს. შეისწავლონ მათი მოვლის თავისებურებები. სწორად შეურჩიონ შესაფერისი ნიადაგი. ამით ისინი ნაწილობრივ ნიადაგის შედგენილობასაც შეეხებიან. მოსწავლეები შეეცდებიან დაასახელონ მათთვის ნაცნობი ადგილი, სადაც რომელიმე ზემოთხსენებული ყვავილი ხარობს. ამგვარად დააგროვებენ ცოდნას საქართველოს რეგიონებსა თუ სოფლებზე.
ასევე ამ პროექტის გამოყენება მიზანშეწონილია მათემატიკის სწავლებისას. მოსწავლეები დააკვირდებიან ყვავილების ზრდას და სახაზავით გაზომავენ. ასევე მიამსგავსებენ რომელიმე გეომეტრიულ ფიგურას.
ამ პროექტს შეუძლია სარგებელი მოუტანოს ხელოვნებასაც. მოსწავლეები ყვავილებს გადაუღებენ სურათებს და შეეცდებიან გააკეთონ ფოტო გამოფენა. ასევე დახატავენ და ამოქარგავენ ნარცისებსა და ტიტებს. ბავშვები განათავსებენ თავის გადაღებულ სურათებს კომპიუტერში და ამით ურთიერთობას დაამყარებენ XXI საუკუნის ყველაზე აუცილებელ ნივთთან. ამგვარად, ფოტო გამოფენა კომპიუტერის გამოყენებითაც შეუძლიათ მოაწყონ.

დავალება N2

ჩემი სახელი მსოფლიოში:
ნ-აზი
ი-ნტელექტუალურ
ნ-იჭიერი
ო-პტიმისტი

პერსონალური ინფორმაცია

მე ვარ ნინო დოხტურიშვილი. დავიბადე 1989 წლის 12 აპრილს. ამჟამად ვარ ილიას უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.