вторник, 1 июня 2010 г.

კოლოქვიუმი N1

პროექტი „ნარცისი და ტიტა“ შეიძლება გამოყენებული იყოს დაწყებით სკოლაში არსებული რამდენიმე საგნის სწავლებისას. მაგალითად, ბუნების შესწავლისას ბავშვებს საშუალება მიეცემათ ნარცისისა და ტიტას შესახებ დააგროვონ ინფორმაცია, ახლოს გაეცნონ ამ ყვავილებს. შეისწავლონ მათი მოვლის თავისებურებები. სწორად შეურჩიონ შესაფერისი ნიადაგი. ამით ისინი ნაწილობრივ ნიადაგის შედგენილობასაც შეეხებიან. მოსწავლეები შეეცდებიან დაასახელონ მათთვის ნაცნობი ადგილი, სადაც რომელიმე ზემოთხსენებული ყვავილი ხარობს. ამგვარად დააგროვებენ ცოდნას საქართველოს რეგიონებსა თუ სოფლებზე.
ასევე ამ პროექტის გამოყენება მიზანშეწონილია მათემატიკის სწავლებისას. მოსწავლეები დააკვირდებიან ყვავილების ზრდას და სახაზავით გაზომავენ. ასევე მიამსგავსებენ რომელიმე გეომეტრიულ ფიგურას.
ამ პროექტს შეუძლია სარგებელი მოუტანოს ხელოვნებასაც. მოსწავლეები ყვავილებს გადაუღებენ სურათებს და შეეცდებიან გააკეთონ ფოტო გამოფენა. ასევე დახატავენ და ამოქარგავენ ნარცისებსა და ტიტებს. ბავშვები განათავსებენ თავის გადაღებულ სურათებს კომპიუტერში და ამით ურთიერთობას დაამყარებენ XXI საუკუნის ყველაზე აუცილებელ ნივთთან. ამგვარად, ფოტო გამოფენა კომპიუტერის გამოყენებითაც შეუძლიათ მოაწყონ.

Комментариев нет:

Отправить комментарий